Saturday 18 October 2008

პროექტის აღწერა

პროექტის სახელი: მითების სამყარო
პროექტის მოკლე აღწერა 1-2 წინადადებით: მსოფლიოს ხალხთა მითების მოძიება/თავმოყრა და ბლოგის შექმნა ქართულ ენაზე
პროექტის სრული აღწერა: მოსწავლეები ეცნობიან მსოფლიოს სხვადასხვა კუთხის მითოსს,რომელშიც აისახა უძველეს ხალხთა მსოფლმხედველობა,მათი წარმოდგენები სამყაროს შექმნის, ღმერთების საქმიანობის,ადამიანის გაჩენის შესახებ.მითების დახმარებით მოსწავლეები იკვლევენ მსოფლიოს უძველესი ცივილიზაციების წარმოქმნის ისტორიას,სხვადასხვა ქვეყნების ხალხთა ყოფა-ცხოვრებას, ადათ-წესებს , მათ მიერ შექმნილ მატერიალურ და კულტურულ მემკვიდრეობას და მსოფლიო პოლიტიკურ რუკაზე ამ სახელმწიფოთა ადგილს სხვადასხვა ისტორიულ ეპოქაში. ეცნობიან მითოლოგიურ სიუჟეტებზე შექმნილ ხელოვნების ნიმუშებს და მსოფლიოს უდიდეს ოსტატთა ცხოვრებასა და შემოქმედებას.
მონაწილეთა ასაკი/ კლასები: 6-12 კლასები
ვადები/ხანგრძლივობა: 4 თვე
პროექტის შესაძლო აქტივობები კლასში: მოსწავლეები მოიძიებენ დამხმარე ლიტერატურიდან და ინტერნეტიდან მასალას და ამუშავებენ მას სხვადასხვა ასაკობრივ ჯგუფებში.საჭიროების შემთხვევაში უცხო ენიდან ქართულად თარგმნიან ინფორმაციას. მონიშნავენ საკვლევ ქვეყნებს მსოფლიო პოლიტიკურ რუკაზე და მოიძიებენ ამ რუკებს ინტერნეტ საიტებზე. ეცნობიან და იკვლევენ ხელოვანთა ბიოგრაფიებსა და შემოქმედებას და აკეთებენ მითოლოგიურ თემაზე შექმნილ ნამუშევართა ვებ– გალერეას.ქმნიან უცხო სიტყვათა ლექსიკონს.შეისწავლიან ამ თემაზე შექმნილ ლიტერატურულ ნაწარმოებებს. ამზადებენ კითხვებს ვიქტორინასათვის.წერენ სცენარს მითოლოგიურ თემაზე დასადგმელი სპექტაკლისათვის.ქმნიან ნახატებს.
მოსალოდნელი შედეგები/ პროდუქტი რაც შეიძლება შეიქმნას:შეიქმნება მსოფლიოს ხალხთა მითების ბლოგი ქართულ ენაზე, რომელსაც თან დაერთვება უცხო სიტყვათა განმარტებითი ლექსიკონი.გაკეთდება გალერეა, რომელშიც თავმოყრილი იქნება ამ თემაზე შექმნილი ნამუშევრები და მოსწავლეთა ნახატები.გაიმართება ბლოგის პრეზენტაცია და მოსწავლეთა ნამუშევრების გამოფენა /შესაძლოა ეს იყოს საქველმოქმედო აქცია გამოფენა-გაყიდვა და შემოსული თანხით ბავშვები დაეხმარონ ლტოლვილ მოსწავლეებს /. გაიმართება ვიქტორინა, რომელშიც მონაწილეობას მიიღებენ ამ პროექტში მონაწილე სკოლები. გათამაშდება მითოლოგიურ სიუჟეტზე შექმნილი სპექტაკლი.
სარგებელი სხვებისათვის: ბლოგზე “მითების სამყარო“ განთავსებული მასალა დაეხმარება მოსწავლეებს გაიღრმაონ ცოდნა ისტორიაში, ლიტერატურაში, გეოგრაფიასა და ხელოვნებაში.ქართულ ენაზე თავმოყრილი ინფორმაცია ხელმისაწვდომი იქნება მოსწავლეთა ფართე წრისათვის და საშუალებას მისცემს მათ გამოიყენონ ეს მასალა სასწავლო მიზნებისათვის.
სამუშაო ენა: ქართული
საგნებთან/საგნობრივ ჯგუფებთან/ ეროვნულ სასწავლო გეგმასთან კავშირი:ამ პროექტში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ ისტორიის, გეოგრაფიის, ლიტერატურის,ხელოვნების , უცხო ენების და ისტ მასწავლებლებს.
ისტორია-შეისწავლიან რა მითებს, მოსწავლეები ეცნობიან სხვადასხვა ხალხის ისტორიას უძველესი დროიდან დღემდე.მოიძიებენ და აანალიზებენ მიღებულ ინფორმაციას. უკეთ გაიაზრებენ ამ ქვეყნების როლს მსოფლიო ცივილიზაციების განვითარების ისტორიაში და საქართველოს ადგილს ამ პროცესებში.
გეოგრაფია-მოსწავლეები სწავლობენ მსოფლიო რუკას,განსაზღვრავენ გეოგრაფიულ ობიექტების და ტერიტორიების ადგილმდებარეობას რუკაზე.
ხელოვნება-ეცნობიან მსოფლიო კულტურულ მემკვიდრეობას.
უცხო ენა-თარგმანის საშუალებით მოსწავლეები იუმჯობესებენ უცხო ენის ცოდნას
ლიტერატურა-მოსწავლეები ეცნობიან მითოსზე შექმნილ მსოფლიო ლიტერატურის შედევრებს
საინფორმაციო ტექნოლოგიების გამოყენება-ინტერნეტში მასალის მოძიება,გალერეაში ფოტოების ატვირთვა.პრეზენტაციის მომზადება.ბლოგის შექმნა.
მონაწილეები სხვა სკოლიდან:
პროექტის ფასილიტატორის სახელი: ლიანა გიორგობიანი
პროექტის ფასილიტატორის ელ.ფოსტა:lika.giorgobiani@gmail.com
პროექტის ფორუმი:
პროექტის ვებ-გვერდი/ბლოგი:

3 comments:

სიცოცხლე მშვენიერია!!! said...

ხშირად გესტუმრებით ამ ბლოგზე...

თინიკო said...

აი, გესტუმრე! შესანიშნავი თემაა, მართლაც ამოუწურავი. გისურვებთ წარმატებებს.
თინიკო თაბაგარი
52-ე სკოლა

Inga said...

მითების თემა მართლაც ამოუწურავია. შესაძლებელია მოსწავლეებს ფილმებსა თუ კომპიუტერულ თამაშებში ასახულ მითებზეც ჩავატარებინოთ კვლევა და პარალელის გავლება, მითის რეალურად ასახვასა თუ შეტანილ ცვლილებებზე. თემა უსასრულოდ საინტერესოა. გისურვებთ წარმატებებს.
ინგა